არგენტინაში მცხოვრები ქართველი ხელოვანის ილუსტრირებული ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება

6 ნოემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, არგენტინაში მცხოვრები ქართველი ხელოვანის, გოჩა გაიოს (შათირიშვილი) მიერ შექმნილი ილუსტრირებული ფერწერული ნამუშევრების გამოფენა გაიმართება. ორგანიზატორების ინფორმაციით, წარმოდგენილი იქნება 100-მდე უნიკალური, ერთადერთი გამოცემა, რომლებიც არგენტინაში ბოლო 5 წლის განმავლობაში შეიქმნა.
ნამუშევრები ეძღვნება ქართველ ავტორებს, მწერლებს, განსაკუთრებით კი 20-იანი წლების ავანგარდისტი მწერლების ნაწარმოებებს. ეს უნიკალური გამოცემები მხატვრულად გოჩა გაიოსის მიერაა გაფორმებული. გამოცემები საჩუქრად გადაეცემა პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას.
გასულ თვეში აღნიშნული გამოფენა შვეიცარიაში გაიმართა. გოჩა გაიოსი უკვე მრავალი წელია ცხოვრობს და მოღვაწეობს არგენტინაში და სხვადასხვა ქვეყანაში მართავს გამოფენებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები