რუსეთში მამაკაცმა საბავშვო ბაღში 6 წლის ბავშვი მოკლა

რუსეთში, ნენთას ავტონომიურ ოლქში ადგილობრივმა, 36 წლის მამაკაცმა საბავშვო ბაღში 6 წლის ბიჭი მოკლა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, მამაკაცმა საბავშვო ბაღში იმ დროს შეაღწია, როდესაც ბავშვებს ეძინათ.

მამაკაცმა ბავშვს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ის ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მამაკაცი დაკავებულია, დაწყებულია გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები