ესპანეთში „ვეფხისტყაოსნის“ ქართული გამოცემის გრაფიკული ვერსიისა და პოემის ესპანური თარგმანის წარდგენა გაიმართა

საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და მალაგის უნივერსიტეტის გამომცემლობის მხარდაჭერით, ესპანეთის ოფიციალური ბეჭდვით სააგენტოში BOE, ჩატარდა “ვეფხისტყაოსნის” ქართული გამოცემის გრაფიკული ვერსიისა და მალაგის უნივერსიტეტის მიერ გამოცემული პოემის ესპანური თარგმანის პრეზენტაცია.

პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა ესპანეთში საქართველოს ელჩმა, ილია გიორგაძემ და სააგენტოს დირექტორმა, მანუელ ტუერო სეკადესმა. ელჩმა თავის გამოსვლაში ისაუბრა „ვეფხისტყაოსნის“ ეროვნულ ფასეულობაზე და თამარ მეფის ეპოქაზე. მალაგის უნივერსიტეტის გამომცემლობის ხელმძღვანელმა, როსარიო მორენომ ყურადღება გაამახვილა პოემის ლიტერატურულ ღირებულებაზე და ესპანურის თარგმანის ახალი გამოცემის მნიშვნელობაზე.

პრეზენტაციის ფარგლებში მოეწყო პოემის პროლოგის კითხვა ესპანურ და ქართულ ენებზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ესპანეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ესპანეთის აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე, აკადემიური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები