გივი მიქანაძე: დისკუსიისა და მსჯელობის შედეგად მივაღწიეთ შეთანხმებას – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მხოლოდ საინჟინრო-ტექნიკური მიმართულებები დარჩება, ხოლო ჰუმანიტარულ-სოციალური მიმართულებები კი, რომლებიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა უნივერსიტეტში, მილევად რეჟიმში გადავა

დისკუსიისა და მსჯელობის შედეგად მივაღწიეთ შეთანხმებას – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მხოლოდ საინჟინრო-ტექნიკური მიმართულებები დარჩება, ხოლო ჰუმანიტარულ-სოციალური მიმართულებები მილევად რეჟიმში გადავა, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

„შეჯერებული პოზიციებით, რეფორმის კონცეფციის მთავარი პრინციპების დაცვით, ერთობლივად მივიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება. დისკუსიისა და მსჯელობის შედეგად მივაღწიეთ შეთანხმებას, რომლის თანახმად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მხოლოდ საინჟინრო-ტექნიკური მიმართულებები დარჩება. ჰუმანიტარულ-სოციალური მიმართულებები კი, რომლებიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა უნივერსიტეტში, მილევად რეჟიმში გადავა.

ჩვენ ორიენტირებულები ვართ აკადემიური პერსონალის მაქსიმალურად შენარჩუნებაზე, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მივიღეთ მილევად რეჟიმთან დაკავშირებით გადაწყვეტილება“, – აღნიშნა მინისტრმა.

გივი მიქანაძის თქმით, სტუ-ს აკადემიური საბჭოს წარმომადგენლები ერთხმად უჭერენ მხარს რეფორმის განხორციელებას და პროცესებში ჩართვისთვის მზად არიან.

„აკადემიური საბჭოს წარმომადგენლები და მთლიანად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური წარმომადგენლობა ერთხმად აღიარებს და მხარს უჭერს იმ რეფორმის კონცეფციას, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა. ისინი პროცესებში ჩართულობისა და მონაწილეობის სრულ მზაობას გამოთქვამენ.

კომუნიკაცია რექტორებთან არაერთხელ შედგა – იყო კონსულტაციები ამ გადაწყვეტილებისა და არსებული არგუმენტების თაობაზე. აღნიშნულ საკითხზე ჩვენ ჯამში რამდენიმე შეხვედრა ჩავატარეთ და, ვფიქრობ, ამ შეხვედრებმა კონსტრუქციული და მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები