მაკა ბოჭორიშვილი – სიიარტოს: მოუთმენლად ველოდებით უნგრეთის მთავრობის საქართველოში ვიზიტს – მადლობას გიხდით მეგობრობისთვის, მხარდაჭერისა და შესანიშნავი თანამშრომლობისთვის

ჩვენი მიზანია სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერება და გაღრმავება. ეს თანამშრომლობა მყარ საფუძველზე დგას და გამყარებულია მაღალი დონის მთავრობათაშორისი თანამშრომლობით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა უნგრეთში, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებსა და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებზე.

„ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ძალიან კარგად ვითარდება. ჩვენი მთავრობები ძალიან კარგად თანამშრომლობენ სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენი პარტნიორობა ორივე ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს ემსახურება და ევროპის უფრო ფართო უსაფრთხოებას, კეთილდღეობას უწყობს ხელს.

საქართველოს როლი, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ხიდი, შეუცვლელია და მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით, თანამშრომლობით შეიძლება ჩვენი საერთო ინტერესების ეფექტურად დაცვა. ასევე, მსურს, მადლობა გადაგიხადოთ ქართველი საჯარო მოხელეების მხარდაჭერისთვის. გასული წლის შემოდგომაზე 50-მდე საჯარო მოხელეს ჰქონდა შესაძლებლობა, უნგრეთის გამოცდილება გაეზიარებინა, რისთვისაც პირადად გიხდით თქვენ მადლობას. ჩვენი მიზანია სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერება და გაღრმავება. ეს თანამშრომლობა მყარ საფუძველზე დგას და გამყარებულია მაღალი დონის მთავრობათაშორისი თანამშრომლობით. მოუთმენლად ველოდებით უნგრეთის მთავრობის საქართველოში ვიზიტს. კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებას, მადლობას გიხდით მეგობრობისთვის, მხარდაჭერისა და შესანიშნავი თანამშრომლობისთვის“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები