სიიარტო: უნგრეთის მთავრობა არ დაეთანხმება ევროკავშირის მიერ საქართველოს ხელმძღვანელობის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ბუდაპეშტში, ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ უნგრეთის მთავრობა არ დაეთანხმება ევროკავშირის მიერ საქართველოს ხელმძღვანელობის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.

„ჩვენ, უნგრელები, ყოველთვის საქართველოს მხარეს ვიდექით, ამიტომ ყოველთვის ვადებდით ვეტოს საქართველოს მთავრობის წევრებისა და თანამდებობის პირების მიმართ სანქციების დაწესების მცდელობებს. ჩვენ ყოველთვის წინააღმდეგნი ვიყავით სავიზო შეზღუდვების და არასდროს ვეთანხმებოდით იმას, რომ საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების გამო საკუთარ სუვერენიტეტზე უარი უნდა თქვას“, – აღნიშნა უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები