“ჩვენი ხელისუფლება, პრემიერის ხელმძღვანელობით, არის დემოკრატიული და არ ჰგავს ყოფილ ხელისუფლებას” – სტუ-ს რექტორი

“მინდა ვთქვა, რასაც 10 დღე ვამბობდი – ჩვენი ხელისუფლება, პრემიერის ხელმძღვანელობით, არის დემოკრატიული და არ ჰგავს ყოფილ ხელისუფლებას”, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, დავით გურგენიძე აცხადებს.

გურგენიძის თქმით, შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა მოისმინა სტუ-ის აკადემიური საბჭოს არგუმენტები და გაითვალისწინა როგორც პროფესორ-მასწავლებლების, ისე – სტუდენტების მიერ წამოჭრილი საკითხები.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან შედგა შეხვედრა. პრემიერ-მინისტრმა მოისმინა არგუმენტები, რომელიც ჰქონდა სტუ-ს აკადემიურ საბჭოს. ჩვენ შევჯერდით საკითხებზე, პრემიერმა გაითვალისწინა ყველა საკითხი, რომელიც პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს ჰქონდათ. შემდეგ გვქონდა მსჯელობა ჰუმანიტარულ პროგრამებზე. ჩვენ შეჯერებული ვიყავით, ისინი წავლენ მილევად რეჟიმში, შემდეგ კი გადავლენ თსუ-ში. მინდა ვთქვა, რომ შეხვედრა იყო კონსტრუქციული და პროდუქტიული იყო. რასაც 10 დღის განმავლობაში ვამბობდი, ჩვენი ხელისუფლება, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით არის დემოკრატიული და ის არ ჰგავს ყოფილ ხელისუფლებას“, – განაცხადა რექტორმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აღარ გაერთიანდება.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები