აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სომხეთს ეწვია
აშშ-ის პრეზიდენტი სომხეთში ჩავიდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჯ.დ. ვენსი და მისი მეუღლე, უშა ვენსი, ერევნის ზვარტნოცის საერთაშორისო აეროპორტში უკვე დაფრინდნენ. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვიცე-პრეზიდენტი ქვეყანაში ჩადის.
მანამდე, დედაქალაქის აეროპორტში, თანმხლები კიდევ ერთი სამთავრობო თვითმფრინავი დაეშვა.
სასტუმრო „ალექსანდრის“ მიმდებარე ტერიტორია, სადაც ამერიკელი პოლიტიკოსი გაემართება, პოლიციითა და დაცვის თანამშრომლებით არის გარშემორტყმული. რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ვენსის მისაღებად მზადება მიმდინარეობს.
დღესვე, საღამოს, ვენსი შეხვდება სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, რის შემდეგაც მათ ერთობლივი განცხადებები აქვთ დაგეგმილი.
ვენსის ვიზიტი 10 თებერვლამდე გაგრძელდება.
ერევნიდან აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ბაქოში გაემგზავრება. აზერბაიჯანში ვიზიტი 10-დან 11 თებერვლამდე გაგრძელდება.