თუ აშშ სანქციებს მოხსნის, ირანი მზადაა, ურანის გამდიდრების დონე შეამციროს
ირანის ხელისუფლება მზადაა, შეამციროს ქვეყნის ურანის მარაგების 60%-იანი გამდიდრების დონე, განაზავოს მაღალი ხარისხის ურანი, თუ ვაშინგტონი თეირანის წინააღმდეგ ყველა სანქციას მოხსნის,- აღნიშნულის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტმა და ატომური ენერგიის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მოჰამად ესლამიმ განაცხადა.
ურანის განზავება გულისხმობს მის შერევას ნარევის მასალასთან, გამდიდრების დონის შესამცირებლად, ისე, რომ საბოლოო პროდუქტი გამდიდრების მოცემულ ზღურბლს არ გადააჭარბებს. ამის შედეგად, ურანის გამდიდრების პროცენტი დაბალ ნიშნულზე დაიწევს, ისე რომ არ გადააჭარბოს შეთანხმებით დადგენილ ზღვარს, რაც მნიშვნელოვანია როგორც მშვიდობიანი ბირთვული პროგრამის ნორმების დაცვისთვის, ისე საერთაშორისო კონტროლისთვის.
„ეს კითხვა დამოკიდებულია იმაზე, გააუქმებენ თუ არა ისინი ყველა სანქციას საპასუხოდ“, – აღნიშნა მან.
როგორც ვიცე-პრეზიდენტმა განმარტა, თეირანმა და ვაშინგტონმა ომანში გამართული მოლაპარაკებების დროს ირანული მაღალგამდიდრებული ურანის მესამე ქვეყნებში ექსპორტის საკითხი არ განიხილეს.
შეგახსენებთ, 6 თებერვალს, ომანის დედაქალაქში ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის თეირანის ბირთვული პროგრამის გარშემო არსებული კრიზისის მოგვარების შესახებ მოლაპარაკებების ახალი რაუნდი გაიმართა.