„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ოფიციალური ვიზიტით ტაშკენტში იმყოფება

„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი ოფიციალური ვიზიტით ტაშკენტში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლაშა აბაშიძემ დღეს სამმხრივი შეხვედრა გამართა, რომელშიც აზერბაიჯანისა და უზბეკეთის რკინიგზების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.

„მხარეებმა სატვირთო გადაზიდვები და გაუმჯობესებული სერვისები განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რის ფარგლებშიც აღნიშნული ქვეყნები ასოციაციის ფარგლებში გააღრმავებენ თანამშრომლობას, რაც გააძლიერებს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის როლს, გაზრდის ტვირთნაკადების მოზიდვის პოტენციალს და ხელს შეუწყობს ევროპასა და აზიას შორის სატრანსპორტო დერეფნების განვითარებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები