პიტერ სიიარტო: ჩვენ უნდა განვიხილოთ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსთან და არა უკრაინასთან

Budapest, 2025. március 24. Szijjártó Péter külgazdasági és külügyminiszter (j) hivatalában fogadja Maka Bocsorisvilit, Georgia külügyminiszterét 2025. március 24-én. MTI/Bodnár Boglárka

ჩვენ უნდა განვიხილოთ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსთან და არა უკრაინასთან, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ბუდაპეშტში, ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა, საქართველოსგან განსხვავებით, არა მხოლოდ დაასუსტებს ევროკავშირს, არამედ მისთვის საფრთხესაც წარმოადგენს ომის სახით.

„ჩვენ უნდა განვიხილოთ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსთან და არა უკრაინასთან, რადგან უკრაინა, საქართველოსგან განსხვავებით, არა მხოლოდ დაასუსტებს ევროკავშირს, არამედ მისთვის საფრთხესაც წარმოადგენს ომის, მაფიისა და უხარისხო მარცვლეულის მიწოდების სახით“, – აღნიშნა უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები