ფხენიანმა იაპონიის ზღვის მიმართულებით ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვის მიმართულებით ორი რაკეტა გაუშვა, – ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, რაკეტების გაშვება პროვინცია ფხიონან-ნამდოდან მოხდა.

სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნის რეჟიმში იმყოფებიან და ვითარების განვითარებას აკვირდებიან.

თავის მხრივ, იაპონიის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ „ჩრდილოეთ კორეამ, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. მივიჩნევთ, რომ ის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიამდე ვერ მიაღწევს, და ქვეყნის ეკონომიკური ზონის ფარგლებს გარეთ ჩამოვარდება“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები