ბრიტანეთის თემთა პალატის სპიკერმა თანამდებობა დატოვა

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის სპიკერმა ჯონ ბერკოუმ თანამდებობა დატოვა. დღეს ის, პალატის სხდომას უკანასკნელად გაუძღვება.

ბერკოუს მიერ თანამდებობის დატოვება „ბრექსიტის“ უკავშირდება. კერძოდ, ბერკოუ, რომელიც „ბრექსიტის“ წინააღმდეგია, აცხადებდა, რომ თანამდებობას იმ შემთხვევაში დატოვებდა თუ „ბრექსიტი“ 31 ოქტომბერს მოხდებოდა, ან თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის და ევროკავშირის შეთანხმების შესაბამისად „ბრექსიტი“ 31 ოქტომბრის ნაცვლად 31 იანვარს უნდა მოხდეს.

ამასთან, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს, რასაც მხარი 29 ოქტომბერს პარლამენტის თემთა პალატამ, შემდგომ ლორდთა პალატამ დაუჭირა.

აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 12 დეკემბერს ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები