პაკისტანში მატარებელში ხანძრის შედეგად დღუპულთა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა

პაკისტანში, პენჯაბის პროვინციაში მატარებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა, ათობით ადამიანმა სხვადასხვა სახის დამწვრობა მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას Geo TV სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი გაზის ბალონის აფეთქება გახდა, რომელსაც საჭმლის მოსამზადებლად იყენებდნენ.

თვითმხილველების ინფორმაციით, ცეცხლის ალი სამ ვაგონს მოედო.

როგორც ქვეყნის რკინიგზის მინისტრმა შეიხ რაშიდმა განაცხადა, ადამიანთა უმრავლესობა ცეცხლმოკიდებული ვაგონიდან გადახტომის დროს დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები