რუსმა სამხედროებმა ოკუპირებულ აფხაზეთში სანაპირო ზოლი დაასუფთავეს
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სამხრეთის ოლქის სამხედროებმა, გუდაუთის, ოჩამჩირის, გულრიფშის რაიონში სანაპირო ზოლი დაასუფთავეს.
აქცია სახელწოდებით „სუფთა ნაპირი“ შავი ზღვის საერთაშორისო დღის ფარგლებში განხორციელდა.
სამხედროებმა სანაპირო ზოლი ხელთათმანებით, ტომრებით და სხვა ინვენტარის საშუალებით დაასუფთავეს.
შავი ზღვის საერთშორისო დღე 31 ოქტომბერს აღინიშნება.
ამ დღეს 1996 წელს სტამბოლში რუსეთის, უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთის, თურქეთისა და საქართველოს მთავრობების წარმომადგენლებმა შავი ზღვის გადარჩენის სტრატეგიულ გეგმას მოაწერეს ხელი.