კარლ ჰარცელი: ჩორჩანაში გუშინდელი გასვლა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხრიდან ჩვეულებრივი პროცესი იყო

“ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, როგორც ყოველთვის, არის ადგილზე ყველა იმ მოვლენაზე დასაკვირვებლად, რაც ხდება ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ”, – ასე უპასუხა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა კითხვას, თუ რას უკავშირდებოდა გუშინ სოფელ ჩორჩანაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების ყოფნა.
მისი თქმით, აღნიშნულ სოფელში სადამკვირვებლო მისიის მხრიდან გუშინდელი გასვლა ჩვეულებრივი პროცესი იყო.
„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, როგორც ყოველთვის, არის ადგილზე ყველა იმ მოვლენაზე დასაკვირვებლად, რაც ხდება ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, ეს არის მათი ყოველდღიური სამუშაო და ზუსტად ასევე ხდება ჩორჩანაშიც. აბსოლუტურად ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ ისევე, როგორც წინა კვირის განმავლობაში. თუ უფრო მეტი ანგარიში იქნება მოწოდებული არსებული ვითარების შესახებ, გვეცოდინება. გუშინდელი გასვლა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხრიდან ჩვეულებრივი პროცესი იყო“, – აღნიშნა ელჩმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები