ელენე ხოშტარია: ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებისთვის, ინვესტიციების მოსაზიდად დიდი ძალისხმევაა საჭირო

ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებისთვის, ინვესტიციების მოსაზიდად დიდი ძალისხმევაა საჭირო, – ამის შესახებ ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრმა, ელენე ხოშტარიამ ანაკლიის პორტის პროექტის ირგვლივ არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

“სწორედ ურთიერთგამომრიცხავად იქცევა ხოლმე სახელმწიფო, რომელმაც გააჩაღა პრაქტიკულად ბრძოლა ამ პროექტთან დაკავშირებით. ამ ბრძოლის მთავარი შედეგი არის ის, რომ ეს ამცირებს რეალურად ამ პროექტის განხორციელების და ინვესტირების საშუალებებს. აქ უნდა ყოფილიყო ერთიანი ძალისხმევა ყველა სახელმწიფო უწყების, რომ ჩვენ მიგვეღო მნიშვნელოვანი ინვესტიციები. პრაქტიკულად ჩვენი სახელმწიფო მიზანმიმართულად ებრძოდა ამ პროექტს. რეალურად ამ პროექტს, რომ განხორციელდეს სჭირდება დიდი ძალისხმევა ინვესტიციების მოზიდვისთვის”, – განმარტა ხოშტარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები