კამერუნში მეწყერს 42 ადამიანი ემსხვერპლა
კამერუნის დასავლეთით, მეწყერის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 42-მდე გაიზარდა, მათგან 6 მამაკაცია, 10 ქალი და 26 ბავშვია.
კამერუნში მეწყერი გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია.
29 ოქტომბერს სამაშველო ოპერაცია ძლიერი წვიმის გამო დროებით შეჩერდა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ადგილზე მყოფ ადამიანებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა, რადგან განმეორებითი მეწყერის საფრთხე მაღალი იყო.