კალიფორნიაში სროლა მოხდა, არიან დაღუპულები
კალიფორნიაში, ქალაქ ლონგ-ბიჩში ერთ-ერთ სახლთან სროლა მოხდა, რომლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 7 დაიჭრა.
ABC7 News.-ის ინფორმაციით, დაჭრილები უახლოეს საავადმყოფოებშია გადაყვანილი.
ამ ეტაპზე მედიისთვის უცნობია, ვინ გახსნა ცეცხლი და არის თუ არა ის დაკავებული.