ბრიტანეთში, 12 დეკემბერს, სავარაუდოდ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება

ბრიტანეთის პარლამენტმა პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის წინადადებას დაუჭირა მხარი, რომელიც 12 დეკემბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გულისხმობს.

კანონპროექტს თემთა პალატის 428-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ამიერიდან მისი მხარდაჭერა ლორდთა პალატას მოუწევს. იმ შემთხვევაში თუ კვირის ბოლომდე მოხდება წინადადების საბოლოო დამტკიცება, ბრიტანეთში 5 -კვირიანი წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება.

ჯონსონის თქმით, საზოგადოებას „ბრექსიტის“ მომავალთან დაკავშირებით არჩევანი უნდა ჰქონდეს.

ბორის ჯონსონმა და ევროკავშირმა შეთანხმებას მიაღწიეს და „ბრექსიტის“ საბოლოო ვადად 31 იანვარი განისაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები