SOCAR-ის კუთვნილ საექსპედიციო ხომალდზე აფეთქებას მსხვერპლი მოყვა

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის SOCAR-ის საექსპედიციო ხომალდზე, რომელზეც სეისმური კვლევებისთვის საჭირო ასაფეთქებელი ნივთიერებები იყო, აფეთქება მოხდა.

კომპანიაში განაცხადეს, რომ აფეთქებას ერთი თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კიდევ სამმა თანამშრომელმა სხეულის სხვადასხვა სახის ტრავმა მიიღო, ისინი საავადმყოფოში არიან მოთავსებული.

მომხდარის მიზეზის დასადგენად სპეციალური კომისია შეიქმნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები