ტრამპი: „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის სავარაუდო, მემკვიდრე ლიკვიდირებულია

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ტერორისტული დაჯგუფების „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის, სავარაუდო, მემკვიდრე ამერიკელი სამხედროების მიერ ლიკვიდირებულია.

ამის შესახებ დონალდ ტრამპმა Twitter-ში დაწერა.
„ახლახანს დაადასტურეს, რომ აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის პირველი მემკვიდრე განადგურებულია ამერიკული ჯარების მიერ. დიდი ალბათობით, ის დაიკავებდა უმაღლეს პოსტს. ახლა ისიც მკვდარია“, – დაწერა ტრამპმა.
ჯერჯერობით უცნობია, ვის გულისხმობს ტრამპი ალ-ბაღდადის, სავარაუდო, მემკვიდრედ, თუმცა, მას შემდეგ რაც გახდა ცნობილი, რომ 27 ოქტომბერს ამერიკელმა სამხედროებმა სირიაში, იდლიბის პროვინციაში ალ-ბაღდადის ლიკვიდირება მოახერხეს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაჯგუფების ლიდერად აბდულა ქარდაში დასახელდა, რომელიც ასევე ჰაჯი აბდულა ალ-აფარის სახელით არის ცნობილი.

მედია ასევე აღნიშნავდა, რომ ქარდაში ალ-ბაღდადის შემცვლელად ჯერ კიდევ აგვისტოში მოიაზრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები