“სახალხო დამცველის აპარატი რუსეთის ფედერაციას ადამიანთა უფლებების დარღვევის შემთხვევების აღკვეთისკენ მოუწოდებს”

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი რუსეთის ფედერაციას ადამიანთა უფლებების დარღვევის შემთხვევების აღკვეთისკენ მოუწოდებს, – ასე გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე, თამარ გვარამაძე ოკუპირებულ ახალგორში გარდაცვლილი ქალბატონის საკითხს, რომელსაც ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო თბილისში ჩამოსვლის საშუალება არ მიეცა.

“საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს მოუწოდებს აღკვეთოს ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევები ამ ტერიტორიებზე, ხოლო საქართველოს სახელმწიფოს, რომელიც კვლავ არის პასუხისმგებელი მსგავს შემთხვევებზე, ასევე საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ძალისხმევა არ დაიშურონ და გამოიყენონ ყველა შესაძლო გზა თუ საშუალება, რომ მოხდეს მოლაპარაკების წარმოება და აუცილებლად გაიხსნას გადასასვლელი პუნქტები”,- აღნიშნა გვარამაძემ.

ცნობისთვის, 70 წლის ქალს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ არ გადმოუშვეს.

საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით ოკუპირებულ ახალგორის მაცხოვრებლებს უკვე ერთი თვეა რაც გადაადგილება შეზღუდული აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები