კარლ ჰარცელი: ის, რომ მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა არ შეუძლიათ შემაშფოთებელი და დამაფიქრებელია

ის, რომ მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა არ შეუძლიათ შემაშფოთებელი და დამაფიქრებელია, – ასე გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ოკუპირებულ ახალგორში გარდაცვლილი ქალბატონის საკითხს, რომელსაც ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო თბილისში ჩამოსვლის საშუალება არ მიეცა.

“უპირველეს ყოვლისა მივუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს. ამ ეტაპზე ყველა გარემოება დადგენილი არ არის, თუმცა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მუშაობს ფაქტების მოძიებაზე. ის, რომ მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა არ შეუძლიათ შემაშფოთებელი და დამაფიქრებელია. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ ზეგავლენის მოხდენას, რათა პუნქტები დროულად გაიხსნას”, – აღნიშნა ჰარცელმა.

ცნობისთვის, 70 წლის ქალს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ არ გადმოუშვეს.

საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით ოკუპირებულ ახალგორის მაცხოვრებლებს უკვე ერთი თვეა რაც გადაადგილება შეზღუდული აქვთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები