რუსეთი სომხეთში სამხედრო ბაზას აძლიერებს

სომხეთში, გიუმრის 102-ე სამხედრო ბაზის საბრძოლო პოტენციალი ორჯერ გაიზრდება.

როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს ბაზის პოლკოვნიკმა ნიკაი მარტინუკმა აცნობა, სამხედრო ბაზა მოდერნიზებული შეიარაღებით და მძიმე ტექნიკით აღიჭურვება.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თემურ ივანოვის თქმით, 2020 წელს გიუმრის სამხედრო ბაზაზე მრავალფუნქციური კულტურულ-დასასვენებელი ცენტრიც მოეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები