უკრაინაში ანექსირებულ ყირიმთან სამხედრო სწავლება გაიმართება – კიევი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს გამოიყენებს

უკრაინის სამხედრო -საჰაერო ძალები ხერსონის ოლქში 31ოქტომბრიდან-4 ნოემბრის ჩათვლით სამხედრო სწავლებას გამართავს.

ტაქტიკურ სწავლებაში გამოყენებული იქნება BUK М1, S-300PT-ის ტიპის საზენიტო სარაკეტო კომპლექსები.

ასევე განხორციელდება S-300PT, S-300PS, S-300В1-ის საზენიტო სარაკეტო კომპლექსების რაკეტების საკონტროლო გაშვება და S-125-2D1-ის ტიპის სარაკეტო კომპლექსის გამოცდა.

სროლა ხერსონის ოლქში შავი ზღვის აკვატორიაში მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები