თურქეთში რესპუბლიკის დღეს აღნიშნავენ

თურქეთში რესპუბლიკის გამოცხადებიდან 96-ე წლისთავს აღნიშნავენ.

საზეიმო ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.

სამთავრობო შენობებზე და დაწესებულებებზე ეროვნული დროშებია აღმართული, ქუჩებში მსვლელობაა მოწყობილი.

1923 წლის 29 ოქტომბერს თურქეთის დიდმა ეროვნულმა კრებამ, თურქეთის რესპუბლიკის შექმნის შესახებ განაცხადა.

მისი გამოცხადება ინტერვენტების წინააღმდეგ ოთხწლიანი ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ბრძოლის შედეგად მოხდა.

თურქეთის პირველ პრეზიდენტად ქემალ ათათურქი იქნა არჩეული.

თურქეთში რესპუბლიკის დღე 1925 წლიდან აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები