საკრებულოების ვებ-გვერდებზე კიბერშეტევა განხორციელდა

სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების ვებ-გვერდებზე კიბერშეტევა განხორციელდა. მათ შორისაა – ქუთაისის, ბათუმის, ოზურგეთის, ვანის, ამბროლაურის, საჩხერისა და ქარელის საკრებულოების ოფიციალური საიტები.

ვებ-გვერდებზე შესვლისას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სურათი ჩნდება, ლათინური წარწერით – ” I’ll be back”/ “მე დავბრუნდები”.  საკრებულოების გვერდების ნაწილმა, კიბერშეტევის გამო,  ჰოსტინგის მიწოდება დროებით შეწყვიტა და მიუწვდომელია.

ჰაკერების სამიზნე გახდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საერთო სასამართლოების ვებ-გვერდები და  ასევე რეგიონული მედიის ვებ- გვერდი.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე და 286-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და მონაცემების ხელყოფას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები