სსფ: საქართველომ ჩაატარა ძირეული რეფორმები ფისკალური პოლიტიკის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად
საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოში ფისკალური ინსტიტუტების გაძლიერების შედეგად, ფისკალური გამჭვირვალობა, რომელიც ღია ბიუჯეტის ინდექსით იზომება, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
„საქართველომ ჩაატარა ძირეული რეფორმები ფისკალური პოლიტიკის ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად – ფისკალური ინსტიტუტების გაძლიერებით, კორუფციის შემცირებითა და ბიზნეს-კლიმატის გაუმჯობესებით. ამ რეფორმებმა განაპირობა ფისკალური შედეგების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება“ – აღნიშნულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშში.
დოკუმენტში, რომელშიც საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში ფისკალური რეფორმების წარმატებაზე მიუთითებს საუბარია ასევე რეფორმების გაგრძელების აუცილებლობაზე და საბიუჯეტო ხარჯების ეფექტიან განკარგვაზე.