პედაგოგი: ჩემთვის დიდი სტიმულია სკოლაში მუშაობა, ეს შესაძლებლობაა, რომ განათლება რაც მივიღე გადავცე მომავალ თაობას

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, რომლმაც სისტემაში ახალშემოსულ პედაგოგებს უმასპინძლა, რეფორმის ირგვლივ თავად პედაგოგთა პოზიციები მოისმინა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში. თავისუფალი განათლება ყოველთვის აღწევს შედეგს და ეს არის გარანტი დემოკრატიის განვითარების. მე პირადად გარდა იმისა, რომ სტუდენტებთან მაქვს შეხვედრები და ვატარებ ტრენინგებს დიდი სტიმულია სკოლაში მუშაობა და ჩემთვის არის შესაძლებლობა ის განათლება რაც მივიღე უნივერსიტეტში გადავცე მომავალ თაობას“, – განაცხადა პედაგოგმა, არჩილ ჭავჭანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები