ე.წ. სამხრეთ ოსეთში სამხედრო სწავლების ფარგლებში ე.წ. შეიარაღებული ძალები საბრძოლო მდგომარეობაში გადაიყვანეს
ე.წ. სამხრეთ ოსეთში სამხედრო სწავლების ფარგლებში, ე.წ. შეიარაღებული ძალები საბრძოლო მდგომარეობის რეჟიმს საველე პირობებში ამუშავებენ.
ე.წ. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, „შეიარაღებული ძალების საბრძოლო რეჟიმში გადაყვანა მათი შემოწმების მიზნით გადაწყდა: რამდენად არიან მზად სხვადასხვა ოპერატიულ და ტაქტიკურ ვითარებაში ფუნქციონალური მოვალეობების შესასრულებლად. მაქსიმალურად საბრძოლო პირობების შექმნის მიზნით, ოფიცრები სამხედრო პოლიგონზე არიან დისლოცირებული, რომ სასწავლო-საბრძოლო ამოცანები საველე პირობებში შეასრულონ“, – ნათქვამია პრესრელიზში.
იქვე აღნიშნულია, რომ „სამხრეთ ოსეთის სამხედრო სამმართველოს ორგანოების მუშაობის საბრძოლო რეჟიმი, თავდაცვის მინისტრის განსაკუთრებულ განკარგულებამდე შენარჩუნდება“.