საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 854.3 მლნ ლარით გაიზარდა
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოში მოქმედი 15 კომერციული ბანკის მთლიანი აქტივები 854.3 მლნ ლარით გაიზარდა. მიმდინარე წლის 1 ოქტომბრის მონაცემებით, კომერციული ბანკების მთლიანმა აქტივებმა 45.8 მლრდ ლარი შეადგინა.
საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5.5 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12 პროცენტია.