„ირაკლი ოქრუაშვილი რუსეთის აგენტი იყო და დღემდე არის“

   ირაკლი ოქრუაშვილი დიდი ხანია რუსეთთან თანამშრომლობს. იგი ჯაშუში და დამნაშავეა,- ამის შესახებ „კვირას“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ბელგიაში მყოფმა სამხედრო – საზღვაო ძალების სარდლის პირველმა მოადგილემ ვიქტორ ჭელიძემ განუცხადა. ჭელიძის თქმით, საქართველოს წინა ხელისუფლების ინტერესებში შედიოდა რუსეთთან ომი და იმისათვის, რომ რუსეთი საქართველოში შემოსულიყო, ხელისუფლება 2 წელი ინტენსიურად ემზადებოდა. მისივე თქმით, მან რუსეთთან ოქრუაშვილის თანამშრომლობის შესახებ წინა ხელისუფლება საქმის კურსში ჩააყენა, თუმცა ამის საპასუხოდ ჭელიძეზე 4 მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და 20 წელი მიუსაჯეს.
„ოქრუაშვილი დიდი ხანია რუსეთთან თანამშრომლობს. მე დღეს 20 წელი მაქვს მოსჯილი, რომ მისი გამოაშკარავება მინდოდა და დავინტერესდი იმ საქმეების გამოძიებით, რაც ოქრუაშვილს არ აწყობდა. გივი თარგამაძეს პირდაპირ ვუთხარი მის შესახებ – ირაკლი ოქრუაშვილი რუსებთან თანამშრომლობს-მეთქი. წინა ხელისუფლებაში ბევრი ამერიკელებთან, ბევრიც რუსებთან იყო შეკრული. ოქრუაშვილი არც არის და არც ყოფილა ქართული ინტერესების გამტარებელი, არც როგორც პოლიტიკოსი, არც როგორც სამხედრო და არც როგორც მილიონერი. იმისთვის, რომ 2008-ში რუსები მოსულიყვნენ გვირაბთან, საქართველოს ხელისუფლება ორი წელიწადი ინტენსიურად ემზადებოდა. 2007 წლის 7 ნოემბერი მხოლოდ და მხოლოდ 2008 წლის აგვისტოს ომისთვის მოეწყო. ეს ყველაფერი გაკეთდა იმიტომ, რომ რუსებს აფხაზეთი და ოსეთი ეღიარებინა. ეს შედიოდა ხელისუფლების ინტერესში, რისთვისაც მაშინდელმა ხელისუფლებამ ოქრუაშვილს პირველ ეტაპზე კადრების დაზვერვის, შემდეგ კი საზღვაო ძალების დანგრევის დავალება მისცეს. ჯაშუში და დამნაშავე ადამიანია ოქრუაშვილი“,- განაცხადა ვიქტორ ჭელიძემ.
ვიქტორ ჭელიძის განმარტებით, ირაკლი ოქრუაშვილმა საზღვაო ძალებს და მთლიანად თავდაცვის სამინისტროს საბოტაჟი მოუწყო და საზღვაო ძალების მიერ მოთხოვნილი საჭიროებები, რაც საზღვაო ძალების ფუნქციონირებისთვის და ბრძოლისუნარიანობისთვის იყო აუცილებელი, არაფერი შეასრულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები