ჯო ბაიდენი დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის მნიშვნელოვნი უპირატესობით ლიდერობს

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენის უპირატესობა, დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის, მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ამის შესახებ კვლევითი კომპანიის SSRS-ის მიერ 17-20 ოქტომბრის პერიოდში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გახდა ცნობილი.

აღნიშნული მონაცემის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში ამერიკელების 34% არის მზად ხმა ჯო ბაიდენს მისცეს.

მომდევნო პოზიციას ელისაბეთ უორენი 19%-ის იკავებს, სამეულის ბოლო ადგილი კი, ბერნი სანდერსმა 16% დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ აგორებული სკანდალის ფონზე, რომელიც ბაიდენის შვილის ჰანტერ ბაიდენის უკრაინასა და ჩინეთში საქმიანობას შეეხებოდა, ჯო ბაიდენის რეიტინგი მნიშვნელოვნად იყო შემცირებული. Real Clear Politics-ის მონაცემით, ოქტომბრის დასაწყისში ყოფილი ვიცე-პრეზიდენტს ხმას დემოკრატიული პარტიის მომხრეთა 26,2% მისცემდა.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2002 წლის ნოემბერში ჩატარდება.

იმ შემთხვევაში თუ ბაიდენი დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი გახდება, მისი მეტოქე რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები