სირიელმა ქურთმა ჟენევაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისთან თავი დაიწვა

ჟენევაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისთან სირიელმა ქურთმა თავი დაიწვა.
DW ინფორმაციით, გერმანიაში მცხოვრებმა 31 წლის მამაკაცმა ბენზინი გადაისხა და შენობაში შეღწევას ცდილობდა.
როგორც ადგილობრივ პოლიციაში განაცხადეს, თვითმხილველებმა ცეცხლის ჩაქრობა შეძლეს, თუმცა მამაკაცმა ძლიერი დამწრობა მიიღო, ის საავადმყოფოშია მოთავსებული.
პოლიციაში აღნიშნეს, რომ მამაკაცის მდგომარეობიდან გამომდინარე მისი დაკითხვა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, შესაბამისად მისი ქმედების მოტივი უცნობია, თუმცა ეჭვობენ, რომ თავის დაწვის უკან პოლიტიკური ქვეტექსტი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები