ბულგარეთი ბრიტანეთთან სატვირთოში აღმოჩენილი 39 ცხედრის საქმეზე ითანამშრომლებს

ბულგარეთი ბრიტანეთის ხელისუფლებასთან ესსექსის საგრაფოში სატვირთოში აღმოჩენილი 39 ცხედრის საქმესთან დაკავშირებით ითანამშრომლებს.

ამის შესახებ ლონდონში ბულგარეთის საელჩოში განაცხადეს.

ბულგარეთის საგარეოპოლიტიკურ უწყებაში აღნიშნეს, რომ ჯერჯერობით არ არის დადასტურებული ჰქონდა თუ არა სატვირთოს ბულგარეთის რეგისტრაცია.

ასევე, ამ დრომდე უცნობია ინფორმაცია სატვირთოში აღმოჩენილი ადამიანების ცხედრების ეროვნების შესახებ, რადგან ბრიტანეთის პოლიციაში განაცხადეს, რომ იდენტიფიკაცია დიდ დროს მოითხოვს.

ესსექსის საგრაფოში, სატვირთოს კონტეინერში პოლიციამ 39, მათ შორის ერთი მოზარდის ცხედარი დღეს აღმოაჩინა.

წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანა ბრიტანეთში ბულგარეთიდან 19 ოქტომბერს შევიდა. მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილი სატვირთოს 25 წლის მძღოლია დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები