რუსეთი ქვედა ეშერაში კარდიოლოგიურ ცენტრს ააშენებს

ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ ქვედა ეშერაში, ყოფილი სპორტული ბაზის „ეშერას“ კომპლექსში რუსეთის ფედერალური სამედიცინო-ბიოლოგიური სააგენტო მსხვილ სამედიცინო ცენტრს ააშენებს.

როგორც აფხაზეთის „გოსკომსპორტის“ ე.წ. ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ფიფიამ განაცხადა, იგეგმება თანამედროვე კარდიოლოგიური ცენტრის აშენება.

მისი თქმით, ობიექტი ინსულტის ცენტრს, კარდიორეანიმაციის განყოფილებას, ასევე მწვავე კორონარული სინდრომის მქონე პაციენტების განყოფილებას, მძლავრ საოპერაციო ბლოკს და სხვა განყოფილებებს შეითავსებს.

როდის იგეგმება პროექტის დაწყება, ან დასრულება ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები