ოკუპირებულ აფხაზეთში ბლოგერის ცემის ფაქტზე წინასაგამოძიებო მოკვლევა დაიწყო

ოკუპირებულ აფხაზეთში ბლოგერის ბესლან ხვარწკიას ცემის ფაქტზე წინასაგამოძიებო მოკვლევა დაიწყო.

ინფორმაციას ე.წ. შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

ე.წ. უწყების ინფორმაციით, 21 ოქტომბერს სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სხეულის მრავლობითი დაზიანებებით 1987 წელს დაბადებული მამაკაცი მოათავსეს.

მას თავის ტვინის დახურული ტრავმა, ტვინის შერყევა, ცხვირის ძვლის მოტეხილობა, სხეულის სხვადასხვა ნაწილში დალურჯებები აღენიშნებოდა.

საქმე იმაშია, რომ სოციალურ მედიაში ფოტო/ვიდეო მასალა გავრცელდა, სადაც ადგილობრივებს სეფაში ქორწილი ჰქონდათ.
ბესლან ხვარწკიას აღშფოთება კი იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ მაგიდებზე სავარაუდოდ ჯიხვის, ან თხის შემწვარი ფიტულები იდგა.

ხვარწკიამ კი, აღნიშნულს ბლოგი მიუძღვნა, რის გამოც ის სასტიკად სცემეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები