სომხეთში „რუსეთის რკინიგზის“ მემანქანეები გაიფიცნენ
გიუმრიში „რუსეთის რკინიგზის“ შვილობილი კომპანიის „სამხრეთ-კავკასიის რკინიგზის“ მემანქანეები გაიფიცნენ.
აქციის შედეგად ერევანსა და გიუმრის დამაკავშირებელი მატარებლის მოძრაობა პარალიზებულია.
აქციის მონაწილეები ხელფასების 30%-ით გაზრდას ითხოვენ.
როგორც მედიას კომპანიის პრეს-მდივანმა განუცხადა, ხელმძღვანელობა რკინიგზელთა პრობლემების მოგვარებას ცდილობს.
მისი ინფორმაციით, გაფიცვა ჯერ კიდევ გუშინ დაიწყო.