ეფექტური ხელმძღვანელის შვიდი საკვანძო უნარი

ბიზნეს-გარემო მუდმივად იცვლება, ხვალ ის ზუსტად ისეთი აღარ იქნება, როგორც დღეს. ბიზნესის მართვა მხოლოდ წარსული გამოცდილების საფუძველზე მისი დაღუპვის ტოლფასია. შვიდი საკვანძო უნარი, რომელსაც ყოველი ხელმძღვანელი უნდა დაეუფლოს, გულისხმობს ამოცანათა წარმატებით შესრულებისათვის აუცილებელი ქცევის პრინციპებს.
ეს შვიდი უნარი მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს. ისინი გამოყენებულ უნდა იქნეს სიტუაციის მოთხოვნების გათვალისწინებით. ასე ფიქრობს კომპანია „Honeywell International”-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი ლარი ბასიდი (Larry Bossidy). შვიდი საკვანძო უნარი, რომელსაც ყოველი ხელმძღვანელი უნდა დაეუფლოს, გულისხმობს ამოცანათა წარმატებით შესრულებისათვის აუცილებელი ქცევის პრინციპებს. ეს შვიდი უნარი მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს. ისინი გამოყენებულ უნდა იქნეს სიტუაციის მოთხოვნების გათვალისწინებით.
1. იცნობდე თანამშრომლებს და საკუთარ ბიზნესს. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ აუცილებელია ბიზნესის საკუთარი სფეროს საფუძვლიანი ცოდნა, ანუ ამ სფეროში მიმდინარე პროცესების არსის ბოლომდე წვდომა, რაც სცილდება მოგება-ზარალის შესახებ ანგარიშის წაკითხვის უნარს.
თანამედროვე რთულ ეკონომიკურ სიტუაციაში არანაკლებ მნიშვნელოვანია საკუთარი თანამშრომლების სწორად შეფასება და ობიექტური უკუკავშირი. ძალიან მნიშვნელოვანია მოსმენის უნარის, აზრისა და იდეების (მაშინაც კი, როცა ის ნაკლებად საინტერესოდ გეჩვენება) გათვალისწინების უნარის განვითარება. ყურადღებით მოუსმინეთ საკუთარ თანამშრომლებს და მიხვდებით, ვის არ აშინებს დაბრკოლება, ვინ არის მზად განახორციელოს სტრატეგიული გეგმები. ამასთანავე, შეძლებთ უფრო ზუსტად იმის შეფასებას, მზად არის თუ არა თქვენი ორგანიზაცია არახელსაყრელ პირობებში რადიკალური ცვლილებისათვის, აგრეთვე უკეთეს პოზიციაზე გასასსვლელად მაშინ, როცა სიტუაცია მოწესრიგდება. გარდა ამისა, საჭიროა, რომ თქვენი თანამშრომლებიც კარგად გიცნობდნენ. როცა ბიზნესი რაიმე გამოწვევის წინაშე დგება, აუცილებელია, რომ თანამშრომლები გრძნობდნენ ხელმძღვანელის შეუპოვრობას, სიმტკიცეს. ხელმძღვანელი ხელმისაწვდომი უნდა იყოს, რათა მიიღოს რაც შეიძლება მეტი მიუკერძოებელი და გაუფილტრავი ინფორმაცია. გახსოვდეთ, რომ თანამშრომლები მუდმივად „იჭერენ” ხელმძღვანელობისაგან მომავალ სიგნალებს. ნებისმიერი უმნიშვნელო სიგნალიც კი მყისიერად აღიქმება და განიმარტება, თანაც ეს განმარტება ყოველთვის სწორი როდია.
2. რეალიზმი. ბიზნეს-გარემო მუდმივად იცვლება, ხვალ ის ზუსტად ისეთი აღარ იქნება, როგორც დღეს. არავინ იცის, დიდხანს გაგრძელდება თუ არა დაცემა, როგორ წარიმართება აღდგენის პროცესი. რეალისტი პირობების განუსაზღვრელობას აღიარებს. გაუთვალისწინებელი მოვლენები მუდმივად ცვლის სტატუს-კვოს, ამიტომ ყველაფრის დაჯერება ან ბიზნესის მართვა მხოლოდ წარსული გამოცდილების საფუძველზე ამ ბიზნესის დაღუპვის ტოლფასია.
განუსაზღვრელ პირობებში ცხოვრება შესაბამის მოქმედებას მოითხოვს. სტრატეგიული გეგმა მაინც შესასრულებელია, მაშინაც კი, როცა შექმნილი ვითარების გამო ის შეიცვალა. არ არის საკმარისი მხოლოდ ანგარიშების მიღება და შესწავლა, აუცილებელია ადგილზე ინფორმაციის შეგროვება და მომხმარებელთა ქცევაზე დაკვირვება უშუალოდ გაყიდვის ადგილას.
გარდა ამისა, იყო რეალისტი ნიშნავს, რომ გაქვს მკაფიო წარმოდგენა გარე სამყაროში, შენი ბიზნესის მიღმა, შექმნილ ვითარებაზე, მზად იყო მოარგო შენი ბიზნესი შეცვლილ რეალობას. აუცილებელია იმის შეფასება, თუ რომელი გამოწვევა კრიტიკულია შენი ბიზნესისათვის, აგრეთვე გააცნობიერო, რომელს არ უნდა გაუმკლავდე.
3. მიზნებისა და პრიორიტეტების მკაფიოდ განსაზღვრა. დღევანდელ მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებები მიზნებისა და პრიორიტეტების მკაფიოდ განსაზღვრის უნარის მუდმივი გამოცდაა. მაგალითად, 208 წელს ბევრი კომპანიის პირველი რიგის ამოცანა იყო ფულადი სახსრების სწორი განკარგვა. დღეს კი კიდევ საჭიროა რისკების სწორად მართვა პრიორიტეტების განსაზღვრა გრძელვადიან და მოკლევადიან მიზნებს შორის, რაც სერიოზულ კომპეტენტურობას მოითხოვს. არადა ხშირად ხელმძღვანელი არასწორად სვამს მიზნებს მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ ახერხებს რეალისტურად იმის შეფასებას, შეძლებს თუ არა მისი პერსონალი ამ მიზნების მიღწევას. მიზნების სწორად ჩამობალიბება მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ამის შემდეგ ხომ კომპანიის პერსონალმა დასახული უნდა განახორციელოს. ეს კი ნიშნავს, რომ აუცილებელია პრიორიტეტებისა და საკონტროლო წერტილების მკაფიოდ განსაზღვრა.
4. სისტემატური კონტროლის დაწესება შესრულებაზე. გეგმებისა და ამოცანების შესრულების ეს სავალდებულო ეტაპი იძლევა იმის გარანტიას, რომ ყველამ კარგად იცის, ვის რა ევალება და როგორია საკონტროლო წერტილები დასმული მიზნის მიღწევის გზაზე. თუ ამას არ გავაკეთებთ, შემსრულებელი საერთო საქმეში საკუთარ როლს მკაფიოდ ვერ გააცნობიერებს. საკონტროლო წერტილებს შორის ინტერვალი შეძლებისამებრ შესამცირებელია, ეს ამცირებს გეგმისაგან ჩამორჩენის ალბათობას. აუცილებელია ინფორმაციის მიწოდება სწრაფად და დეტალიზებული ფორმით, რათა ყველამ იცოდეს, თუ როგორ მიმდინარეობს სტრატეგიის რეალიზაცია. იმისათვის, რომ კონტროლი შესრულებაზე ეფექტური იყოს, სიტუაციის ანალიზს უცილობლად ქმედება უნდა მოჰყვეს. რა აზრი აქვს საშიშროების გაცნობიერებას, თუ არ გყოფნის გამბედაობა ხმამაღლა განაცხადო ამის შესახებ?!
5. წარმატებული თანამშრომლების წახალისება. წახალისება ძალიან მნიშვნელოვანია გეგმის შესრულებისათვის. მაგრამ ხშირია წახალისება ხანმოკლე შედეგისათვის, ზოგჯერ კი წახალისებულია საეჭვო შედეგი. მაგალითად, დიდი ბონუსის მიღების მიზნით ბანკის თანამშრომელმა შეიძლება მეტი სარისკო გარიგება დადოს.
წარმატებულ თანამშრომელთა სათანადოდ წასახალისებლად ჯერ საჭიროა იმის გარკვევა, თუ ვინ უნდა იქნეს მიჩნეული წარმატებულად. წარმატებული თანამშრომელი ისაა, ვინც ჯეროვნად ასრულებს მის წინაშე მდგარ მიზნებსა და ამოცანებს. მიზნების ნაწილი თავისი არსით ხანმოკლეა, რაც წახალისების სისტემით უნდა იქნეს გათვალისწინებული. არსებობს გრძელვადიანი მიზნებიც, როცა გარკვეული დროის განმავლობაში არ ვიცით, მოხერხა თუ არა მათი მიღწევა. ამიტომ ასეთ მიზნებზე მომუშავე თანამშრომელთა წახალისება უნდა მოხდეს შედეგის დადგომის შემდეგ, მაგრამ ამ წახალისების (ანაზღაურების) ნაწილი გაცემულ უნდა იქნეს მანამდე, შუალედური მიზნების მიღწევის კვალობაზე. თუ მიზნები გრძელვადიანი პერსპექტივისათვის არის გათვლილი, კომპანიამ კომპენსაცია უნდა გასცეს ამ მიზნების მიღ¬წევის შემდეგ, ვინაიდან მხოლოდ მიზნის მიღწევის შემდეგ კომპანია შეძლებს თი¬თოეული შემსრულებლის წვლილის სრულად შეფასებას. კომპანიის ხელმძღვანელი მოვალეა დანერგოს წარმატებული თანამშრომლისათვის ადეკვატური წახალისების (ანაზღაურების) სისტემა.
6. თანამშრომელთა უნარების განვითარება. ძნელბედობის ვითარებაშიც კი მოიძებნა კომპანიის მომავალში ინვესტირების საშუალება. ამის ერთ-ერთი გზა არის თანამშრომელთა დამატებითი სწავლება და ტრენინგი. არახელსაყრელ ვითარებაში, როცა გიჭირთ პერსპექტიულ თანამშრომელთა დაწინაურება, მაინც მოიძებნებაუნდა მოიჯებნოს მათი უნარ-ჩვევების განვითარების, ცოდნის გაღრმავების ხერხი, რაც, სხვათა შორის, მათი შესაძლებლობების შეფასების საშუალებასაც იძლევა. ყველაზე მეტად დაგჭირდებათ ისეთი ადამიანები, ვისაც ძალუძთ წინააღმდეგობასთან გამკლავება და ხალისის, ოპტიმიზმის შენარჩუნება: ძნელია ჭუჭუნა ან სკეპტიკურად განწყობილი ადამიანის იმედი გქონდეს.
7. თვითშემეცნება. როგორც ცხოვრება აჩვენებს, კომპანიის უმაღლესი თანამდებობის დაკავების შემდეგ ხელმძღვანელი ან საკუთარ თავზე მუშაობს და ვითარდება, ანდა მხოლოდ საკუთარი როლით ტკბება. მაგრამ მაშინაც კი, როცა გენერალური დირექტორი ვითარდება, როგორც პიროვნება, მას მაინც ემუქრება სინდრომი „უფროსი ყოველთვის მართალია”, რომელიც ახრჩობს ნებისმიერ საქმეში ესოდენ საჭირო კამათსა და დისკუსიას. ამიტომ მოგიწევთ საკუთარ თავზე მუშაობა, რათა დაიოკოთ საკუთარი „ეგო” და შეძლოთ იმის აღიარება, რომ გარკვეულ საკითხებში არც თუ ისე კომპეტენტური ხართ. ეს გჭირდებათ არა მარტო იმიტომ, რომ სპეციალისტთა აზრი აღმოფხვრის ხარვეზს თქვენ ცოდნაში, არამედ იმიტომაც, რომ ამ უნარის მეშვეობით შეძლებთ კონტაქტის დამყარებას იმ თანამშრომლებთან, ვინც მზად არის და არ ეშინია გაცნობოთ განსხვავებული აზრი თუ ცუდი ამბავი.

წინსვლა

ხელმძღვანელი, რომელიც სწორ გადაწყვეტილებას პოულობს და ცვალებადი ვითარების პირობებში ახერხებს თავისი ორგანიზაციის დაწინაურებას, უცილობლად მიიღებს კუთვნილ ჯილდოს. ლიდერს, რომელსაც თავისი კომპანია წარმატებისაკენ მიჰყავს, რამდენიმე მნიშვნელოვანი ნიშან-თვისება ახასიათებს. მან იცის ყველაფერი ის, რაც მნიშვნელოვანია და რაც უნდა იცოდეს. ის მუდმივად სწავლობს, აღრმავებს თავის ცოდნას. მას ახასიათებს განსაკუთრებული მოქნილება და ახალი პირობების მიმართ სწრაფი შეგუების უნარი. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ხელმძღვა¬ნელლბის პოზიტიური სტილი, რომელიც აღძრავს ენერგიასა და ხალისს იმათში, ვინც მიჰყვება მას და მოძრაობს მასთან ერთად.

http://tornikeeristavi.blogspot.com/2013/08/blog-post_4458.html?view=mosaic

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები