მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელთან გამართულ შეხვედრას აფასებს

„მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელთან კონსტრუქციული საუბარი მქონდა. ჩვენ ვისაუბრეთ ეუთო-ს სივრცეში არსებულ გამოწვევებზე, რაც შეეხება როგორც მედიის თავისუფლებას, ისე მის დამოუკიდებლობას“, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, საუბრისას განიხილეს დეზინფორმაციის გამოწვევები.

„ჩვენ ასევე აღვნიშნეთ ის კამპანიები, რაც მიმდინარეობს, როდესაც საქმე ეხება დეზინფორმაციას და დეზინფორმაციასთან გამკლავებას. საქართველოსთვის ეს განსაკუთრებით მტკივნეული საკითხია, რადგან ხშირად დაუსაბუთებელი ინფორმაციის საფუძველზე, სწორედ მედიის მეშვეობით, ხდება კონკრეტული კამპანიების წარმოება საქართველოს წინააღმდეგ“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე მედიის როლს ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

„ჩვენ ასევე ვისაუბრეთ მედიის როლზე პოლიტიკურ ცხოვრებაში, მედიის თავისუფლების საკითხებზე, ზოგადად ეუთო-ს სივრცეში და ასევე ვისაუბრეთ თანამშრომლობის მიმართულებებზე. საქართველო არის ეუთო-ს მონაწილე ქვეყანა და, რა თქმა უნდა, ეუთო-ს ინსტიტუტების ფარგლებში თანამშრომლობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. გავაგრძელებთ კონსულტაციებს და მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან“, – დასძინა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები