გივი მიქანაძე: 50 000 ჰექტარზე, რუსთავის სიახლოვეს, აშენდება სტუდენტური ქალაქი, ანალოგიურად ხდება ქუთაისში, ძველი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე

50 000 ჰექტარზე, რუსთავის სიახლოვეს, აშენდება სტუდენტური ქალაქი – ამის შესახებ პირველი დადგენილება გუშინწინდელ მთავრობის სხდომაზე ინფრასტრუქტურის მინისტრმა წარადგინა და ჩვენ ეს დავამტკიცეთ, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

„პროექტირება უკვე იწყება. წარმოიდგინეთ, 50 000 ჰექტარზე გაშენებულ კომპლექსზეა საუბარი, სადაც იქნება როგორც საცხოვრებელი, ასევე სარეკრეაციო ზონები, ბიბლიოთეკები – ყველანაირი საშუალება. ფაქტობრივად, ქალაქი აშენდება. ანალოგიურად ხდება ქუთაისში, – ძველი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. საუნივერსიტეტო ქალაქები იქნება, სადაც იქნება ყველანაირი ინფრასტრუქტურული თუ მატერიალურ-ტექნიკური ბაზები იმისთვის, რომ სრულფასოვანი, ხარისხიანი განათლება მიიღონ“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები