თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ის „სამშვიდობო გეგმა“ მნიშვნელოვნად გადაიხედა
თეთრი სახლის პრესმდივნის, კეროლაინ ლევიტის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა მნიშვნელოვნად დახვეწა უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების დებულებები.
„ჩვენ ეს საკითხები ქაღალდზე გადავიტანეთ. ეს საკითხები მნიშვნელოვნად დაიხვეწა. რაც შეეხება დეტალებს, მომლაპარაკებლებს მივცემ საშუალებას, თავად განიხილონ ისინი. საერთო ჯამში, საკმაოდ კარგ განწყობაზე ვართ“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.
მისი თქმით, მოლაპარაკებების ამჟამინდელი მდგომარეობა უკრაინაში კონფლიქტის სწრაფი მოგვარების იმედს იძლევა.