რუსეთის თავდაცვის სამინისტრო პოკროვსკის აღების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში პოკროვსკის აღების შესახებ განაცხადეს.

პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღმოსავლეთ უკრაინაში, პოკროვსკის ქალაქის სრული აღება, რუსეთის მიერ ხანგრძლივი კამპანიის შემდეგ მნიშვნელოვან გამარჯვებად შეაფასა და განაცხადა, რომ ეს მოსკოვს უფრო ფართო საომარი მიზნების მიღწევაში დაეხმარება.

“მინდა მადლობა გადაგიხადოთ. ეს მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ყველას გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია. ეს უზრუნველყოფს იმ ამოცანების გადაჭრის გზების ძიებას, რომლებიც თავდაპირველად სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასაწყისში დავსახეთ”,- განაცხადა პუტინმა.

როგორც “როიტერი” წერს, რუსეთს მთელი დონბასის რეგიონის, ლუგანსკის და დონეცკის პროვინციების (სადაც პოკროვსკი მდებარეობს) ხელში ჩაგდება სურს.

ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა თავის ყოველდღიურ საღამოს ანგარიშში განაცხადა, რომ პოკროვსკის სექტორში ბრძოლები კვლავ გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები