ეს ხალხი ჩვენგან ითხოვდა რუსეთთან ესკალაციას, თან საერთოდ არაფრის გარანტიას არ გვაძლევდა, ახლა, საკუთარი ჯარისთვის, რომელიც ამავე დროს არის ნატო-ს ჯარი, ითხოვენ უსაფრთხოების გარანტიებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პაპუაშვილი ეხმაურება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებას, რომლის თანახმად, თუ უსაფრთხოების გარანტიები სამშვიდობო ძალებსაც მოიცავს, ესტონეთი უკრაინაში ჯარებს გაგზავნის.
„ეს ხალხი ჩვენგან ითხოვდა რუსეთთან ესკალაციას, ისე, რომ თან საერთოდ არაფრის გარანტიას არ გვაძლევდა, და ახლა, საკუთარი ჯარისთვის, რომელიც ამავე დროს არის ნატოს ჯარი, ითხოვენ უსაფრთხოების გარანტიებს.
ავღანეთის ნატოს მისიაში ესტონეთის ყველაზე დიდი კონტინგენტი 150-ს შეადგენდა, ჩვენი – 1560 ჯარისკაცს“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე Facebook-ზე.