საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის სახლი გაძარცვეს

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტისა და პარლამენტის ქვედა პალატის ამჟამინდელი წევრის, ფრანსუა ოლანდის სახლი გაძარცვეს, – ამის შესახებ BFMTV პარიზის პროკურატურაზე დაყრდნობით იუწყება.

მედიის ცნობით, პოლიციამ ეჭვმიტანილები დააკავა.

„როგორც BFMTV-მ შეიტყო, 22 ნოემბერს პარიზში ფრანსუა ოლანდისა და მისი მეუღლის, ჯული გაიეს სახლი გაძარცვეს. ჩვენი ინფორმაციით, მოპარულ ნივთებს შორის საათებიც იყო. პოლიციის თანამშრომლებმა ქურდობაში ეჭვმიტანილების კვალს მიაგნეს, რომლებიც დააკავეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

არხის ცნობით, სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით ალჟირის ორი მოქალაქე დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ მოპარული საათი ჩხრეკის დროს აღმოაჩინა და ოლანდს დაუბრუნა.

ცნობისთვის, ფრანსუა ოლანდი საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2012 წლიდან 2017 წლამდე იკავებდა, ხოლო 2024 წლის ივლისიდან ქვეყნის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის ქვედა პალატის) წევრია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები