ევროპარლამენტარი ბრონისლავ ონდრუში – მოგერინზე: ბევრი კითხვის ნიშანია თუ როგორ უძღვებოდა ის საერთოდ ევროპის ფინანსურ მენეჯმენტს, ევროკავშირს
ბევრი კითხვის ნიშანია თუ როგორ უძღვებოდა ის საერთოდ ევროპის ფინანსურ მენეჯმენტს, ევროკავშირს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ბრონისლავ ონდრუშმა ფედერიკა მოგერინთან და ბრიუსელში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით „ქრონიკას“ განუცხადა.
მისი თქმით, ევროკომისია, პარლამენტი, აშკარაა რომ სხვადასხვა ლობისტური ინტერესების ზეწოლის ქვეშაა.
„ბევრი კითხვის ნიშანია თუ როგორ უძღვებოდა ის საერთოდ ევროპის ფინანსურ მენეჯმენტს, ევროკავშირს. ჩვენ ყველას ძალიან ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, მაგალითად ლობიზმის წესების დასახვეწად. ეს ყველაფერი პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე აისახება. ევროკომისია, პარლამენტი, აშკარაა რომ სხვადასხვა ლობისტური ინტერესების ზეწოლის ქვეშაა.
[დიდიე] რეინდერის შემდეგ არ ვიცი რა უნდა გაგვიკვირდეს, თან გასათვალისწინებელია, რომ ის სამართლის საკითხებში იყო კომისარი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ძალიან ფრთხილად და ეჭვებით ვუდგები ხოლმე ნებისმიერი სახის ანგარიშს, დოკუმენტს რომელსაც ვიღებთ ევროპული სტრუქტურებიდან. დროში ძალიან მცირე ინტერვალებით გვაქვს სკანდალები და აჩვენებს რომ პრობლემა გვაქვს, რომელიც მოსაგვარებელია“, – აღნიშნა ბრონისლავ ონდრუშმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ფედერიკა მოგერინი და სტეფანო სანინო 2 დეკემბერს დააკავეს, თუმცა, ისინი მეორე დღეს გაათავისუფლეს, რადგან, პროკურორის განმარტებით, მათი მიმალვის რისკი არ არსებობს.