ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელს შეხვდა

2025 წლის 3 დეკემბერს, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 32-ე შეხვედრის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელს, იან ბრაატუს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა განიხილეს ეუთო-ს რეგიონში არსებული გამოწვევები მედიის თავისუფლების და დამოუკიდებლობის კონტექსტში.

„მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიმართ მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანიების წარმოებასთან დაკავშირებით, რაც მიმართულია ქვეყნის სტაბილურობის წინააღმდეგ და ხაზი გაუსვა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენლის ოფისის როლს ამგვარ საფრთხეებთან გამკლავების პროცესში.

მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლების, თავისუფალი და პლურალისტური მედიაგარემოს უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

მინისტრმა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენლის ოფისთან საქართველოს მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი და მომავალში მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები