ლევან მახაშვილი: ჩვენთვის, როგორც ევროკავშირის მოსურნე ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია ეს ორგანიზაცია იყოს მაქსიმალურად დაცლილი კორუფციისგან, მოსყიდვისგან და არა პირიქით, იყოს დახურული სისტემა
ჩვენთვის, როგორც ევროკავშირის მოსურნე ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია ეს ორგანიზაცია იყოს მაქსიმალურად დაცლილი კორუფციისგან, მოსყიდვისგან და არა პირიქით, იყოს დახურული სისტემა, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ბრიუსელმა ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რათა იყოს სუფთა კორუფციისგან და მოსყიდვებისგან.
„ჩვენთვის, როგორც ევროკავშირის მოსურნე ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია ეს ორგანიზაცია იყოს მაქსიმალურად დაცლილი კორუფციისგან, მოსყიდვისგან და არა პირიქით, იყოს დახურული სისტემა. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბრიუსელმა ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რათა იყოს სუფთა კორუფციისგან და მოსყიდვებისგან. არა ის, რომ დასაჯოს სხვა სახელმწიფოები როდესაც ისინი ცდილობენ გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტების დაფუძნებას საკუთარ ქვეყნებში“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.
ცნობისთვის, ბელგიის პოლიციამ გაათავისუფლა ფედერიკა მოგერინი და სტეფანო სანინო მას შემდეგ, რაც ისინი თაღლითობის საქმესთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში დაკითხვის მიზნით დააკავეს. ამის შესახებ ევროკავშირის საჯარო პროკურორმა განაცხადა.