Euractiv: ევროკომისიის მაღალჩინოსანი სანინო EEAS-ის სკანდალის ფონზე თანამდებობას ტოვებს
სტეფანო სანინომ განაცხადა, რომ ვადაზე ადრე ტოვებს ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ აფრიკისა და სპარსეთის ყურის რეგიონის გენერალური დირექტორის თანამდებობას, ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივად გამოყენების მიმდინარე გამოძიებაში მისი მონაწილეობის გამო.
ოთხშაბათს, თანამშრომლებისთვის გაგზავნილ შიდა შეტყობინებაში, რომელსაც Euractiv-ი გაეცნო, სანინომ დაადასტურა, რომ იგი ევროკავშირის დიპლომატიური სამსახურის, EEAS-ის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მუშაობის დროს განხორციელებულ პროექტთან დაკავშირებით დაიკითხა.
თუმცა, მან თქვა, რომ „დარწმუნებულია მოსამართლეების მუშაობაში და დარწმუნებულია იმაშიც, რომ ყველაფერი გაირკვევა“.
სანინო სამშაბათს გვიან დააკავეს და მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ის თაღლითობის საქმის გამოძიებაში ეჭვმიტანილად დაასახელეს.